Belive

Football Italia: "ლორენცო ინსინიეს ლაციოში თამაში სურს, თუმცა ნეაპოლელების ეშინია"

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილი იტალიური საფეხბურთო გამოცემა "Football Italia" საინტერესო ამბავს ავრცელებს - 34 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიემ, MLS-ის კლუბი ტორონტო ოფიციალურად დატოვა და იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, მას კარიერის დასრულება არ სურს, მეტიც, მას უნდა, რომ ევროპაში, კერძოდ კი სამშობლოში, სერია A-ში დაბრუნდეს.

მისი ტრანსფერით უკვე დაინტერესდა დედაქალაქური კლუბი ლაციო და მხარეებს შორის პირველი მოლაპარაკებაც შედგა, თუმცა ინსინიეს დიდად არ სურს ნაპოლის წინააღმდეგ თამაში, რადგან ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მას "ფულზე გამყიდელი" შეარქვეს მაშინ, როდესაც ნაპოლი დატოვა და MLS-ში, კერძოდ კი ტორონტოში წავიდა.

ასე და ამგვარად, თუ ინსინიე გადაწყვეტს, რომ ლაციოში წავიდეს, მას ნეაპოლში ჩასვლა ძალიან მძიმედ დაამახსოვრდება, რადგან ნეაპოლელი გულშემატკივრები მას ნამდვილ ჯოჯოხეთს მოუწყობენ.

ლორენცო ინსინიე ნაპოლიში 2012/2013 წლების სეზონიდან, 2021/2022 წლების სეზონამდე თამაშობდა, რა პერიოდშიც 434 მატჩი ჩაატარა და 154 გოლის გატანა შეძლო, ამ ყველაფერს კი 92 საგოლე გადაცემაც დაამატა.

34 წლის იტალიელი ნეაპოლური კლუბის ისტორიაში მეოთხე ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელია, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ იგი კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია დრეს მერტენსის შემდეგ.

ევროპის ჩემპიონმა ნაპოლისთან ერთად იტალიის თასი 2-ჯერ მოიგო, იტალიის სუპერ თასის მოგება კი ერთადერთხელ 2014/2015 წლების სეზონში შეძლო.

სხვა სტატიები