Belive

უოტფორდმა ლესტერი ვერ დაამარცხა - გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 39-ე ტურის შეხვედრაში უოტფორდი ლესტერს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. საბა გოგლიჩიძეს კი ლესტერის წინააღმდეგ არ უთამაშია.

გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე გატარებულ დროში 28 ზუსტი პასი გააკეთა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფინალურ მესამედში ჩაკვემ 16-დან 15 ზუსტი გადაცემა შეასრულა. სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა ქართველი ფეხბურთელის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 6.5

  • Sofascore: 6.8

  • Whoscored: 6.5

უოტფორდმა ლესტერთან დაკარგული ქულებით პლეი-ოფში მოხვედრის შანსი გაირთულა. ლონდონური კლუბი მომდევნო მატჩს 3 აპრილს, ქუინს პარკ რეინჯერსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები