უდიდესი იმპულსი ბარსელონას - ლევანდოვსკი გუნდთან ერთად ვარჯიშობს
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ინტერთან“ გასამართი გადამწყვეტი მატჩის წინ უდიდესი იმპულსი მიიღო.
Mundo Deportivo-ს ცნობით, რობერტ ლევანდოვსკი „სან სიროზე“ გასამართი გადამწყვეტი მატჩისთვის მზად იქნება - ბარძაყის ტრავმის შემდეგ, რომელმაც პოლონელს 2 კვირა გამოატოვებინა.
კლუბის სამედიცინო დასკვნაში გამოჯანმრთელების ფიქსირებული ვადები არ იყო მითითებული, რის გამოც მისი დაბრუნება მთლიანად თავდამსხმელის 'სხეულის გამძლეობაზე' იყო დამოკიდებული. საბედნიეროდ ბარსელონასთვის, ლევანდოვსკიმ შესანიშნავი პროგრესი განიცადა. მან გუნდთან ერთად ვარჯიში დღეს დაიწყო - მილანში გასამართ მატჩამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე.
👋 Bon diaaa!
— FC Barcelona (@FCBarcelona) May 4, 2025
New day, new week, same ambition. pic.twitter.com/xHL3HDVq8W