Belive

პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მთავარი კანდიდატები დაასახელა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

22 მარტს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში, მანჩესტერ სიტისა და ლონდონის არსენალის ფინალური დაპირისპირება შედგა.

მატჩი ქალაქელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, სადაც მანჩესტერელებებმა ნიკო ო'რაილის დუბლით გაიმარჯვეს და სეზონში პირველ ტიტულს დაეუფლნენ, არსენალი კი უტიტულო სვლას განაგრძობს, თუმცა მთავარ მიზნად, კვლავ ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა რჩება.

ტიტულის მოპოვების შემდეგ, სიტის მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ, არსენალისა და ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტების შესახებ ისაუბრა.

"მოხარულები ვართ, რომ ევროპის საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ და ტიტული მოვიპოვეთ, ეს გუნდს ძალიან კარგად წარადგება და მჯერა, რომ პრემიერ ლიგისთვისაც ვიბრძოლებთ.

სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგას დავემშვიდობეთ, ვერცერთ მატჩსი ვერ შევძელით ჩვენი მაქსიმუმის ჩვენება, შესაბამისად მოხდა ის, რაც ძალიან არ გვსურდა.

მგონია, რომ არსენალი, ბაიერნთან და ბარსელონასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვების მთავარი კანდიდატია..." - პეპ გვარდიოლა

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, არსენალი კი ასპარეზობას განაგრძობს და 1/4-ფინალში მათი მეტოქე სპორტინგი იქნება.

სხვა სტატიები