ფლიკი ბლაუგრანას ხელმძღვანელობას დაცვის გაძლიერებას სთხოვს
კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელებისგან დაცვის ხაზის გაძლიერებას ითხოვს - ესპანურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ჰანსი ფლიკი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ცენტრალური მცველის დამატებას ითხოვს.
მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლიკს ალეხანდრო ბალდეს გარშემო არსებული ვითარებაც აშფოთებს და გაძლიერებას მარცხენა მცველის პოზიციაზეც გეგმავს.
🚨 𝐔𝐏𝐃𝐀𝐓𝐄: Hansi Flick has 𝒓𝒆𝒒𝒖𝒆𝒔𝒕𝒆𝒅 that Barcelona’s management target a centre-back this January, reports @sport 🔍🔵🔴
— 433 (@433) November 20, 2026
He’s also asked the sporting department to sign a new 𝐥𝐞𝐟𝐭-𝐛𝐚𝐜𝐤 if Alejandro Balde ends up leaving the club 👀
𝐖𝐡𝐢𝐜𝐡… pic.twitter.com/5ecK8DVhoC
transfermarkt კიდევ უფრო შავიდა და მარცხენა ფეხით მოთამაშე ის პოტენციური 5 მცველი დაასახელა, რომელიც კატალონიელთა რადარზეა. მთავარ სამიზნედ მანჩესტერ სიტის იოშკო გვარდიოლი სახელდება. ხუთეულში ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი) და რუუდ ნისტადი (ტვენტე) მოხვდნენ.