უჩვეულო სასჯელი | მანჩესტერ იუნაიტედმა რამდენიმე გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა აუკრძალა
მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებს კლუბის ხელმძღვანელობისა და ყოფილი მწვრთნელის, მაიკლ კერიკის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტი ძვირად დაუჯდათ. 3 ნოემბერს რომასთან მატჩის დროს, რომელიც "წითელმა ეშმაკებმა" 3:2 მოიგეს, ქომაგებმა სტადიონზე ჩოგბურთის ბურთები ისროლეს.
Foot Mercato-ს ინფორმაციით, კლუბმა ოთხ გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა აუკრძალა, მათგან ერთს კი სამწლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა. ეს კლუბის რეგუალციებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელია. ამასთან ერთად, მანჩესტერ იუანიტედის ახალი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს პირველი ვარჯიში, კერინგტონის ბაზაზე, დრონით გადაიღეს.
The Athletic-ის ცნობით, მომხდარმა გუნდის ტაქტიკური საიდუმლოებების შესაძლო გაჟონვისა და ვარჯიშების კონფიდენციალურობის საკითხი წამოჭრა. თავად დრონის ოპერატორმა კი განაცხადა, რომ გუნდის ვარჯიში დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის სრული დაცვით გადაიღო. ამ განცხადებით მან ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში გააკეთა.
მაურისიო პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრას, 22 ნოემბერს, "ენფილდზე", ლივერპულის წინააღმდეგ გამართვას.
🚨🚨 MANCHESTER UNITED A SANCTIONNÉ 4 DE SES PROPRES SUPPORTERS : 3 ANS D’INTERDICTION POUR UN !!! 🤯
— Actu Foot (@ActuFoot_) November 20, 2026
Ils avaient lancé des BALLES DE TENNIS sur la pelouse d’Old Trafford lors du match de Ligue des champions face à l’AS Roma, pour protester contre les propriétaires du club. 🎾… pic.twitter.com/tgPpMbdVVH