ინგლისურ მედიაში მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო სამიზნეები სახელდება
მანჩესტერ იუნაიტედი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური თავდამსხმელის ყიდვას ეცდება. ინგლისური მედიის ცნობით კლუბის სამიზნეებს შორის 4 ფორვარდია - ვანგელის პავლიდისი (ბენფიკა), ვიქტორ ოსიმენი (გალათასარაი), სერუ გირასი (დორტმუნდი) და აივან ტოუნი (ალ-აჰლი).
წყაროს ცნობით, იუნაიტედის ახალ მთავარ მწვრთნელს. მაურისიო პოჩეტინოს, ოსიმენის ყიდვა ჯერ კიდევ ჩელსიში მუშაობის პერიოდში უნდოდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი ჩაიშალა. მისი გადმობირება ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა მაღალი ფასისა და სახელფასო მოთხოვნების გამო.
მეტად სავარაუდო პავლიდისის ვარიანტია, ბერძენს პრემიერლიგაში თამაში თავადაც სურს.
პრემიერლიგაში დაბრუნების სურვილი აქვს ტოუნისაც. რაც შეეხება გირასის, ის იუნაიტედის მთავარი სამიზნე არ არის, თუმცა მას უკვე გარკვეული პერიოდია აკვირდებიან და განიხილავენ, როგორც მოთამაშეს, რომელსაც შემადგენლობის გაძლიერება შეუძლია.
🚨 EXCLUSIVE 🚨
— the Daily Briefing (@daiIybriefing) November 18, 2026
Manchester United have in-form Benfica striker Vangelis Pavlidis on their list of January targets.
Mauricio Pochettino has discussed Pavlidis and three other names with the #MUFC board already, reports @MarkBrusCOS
More to follow... pic.twitter.com/2mTZvVzt93