Belive

უჩვეულო ფაქტი - ენ-ნესირის ანტირეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალი დასასრულს უახლოვდება. წინ მხოლოდ მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალია დარჩენილია.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ეს მატჩი ბევრი რამით იყო დასამახსოვრებელი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი მაროკოს ნაკრების რიგებში დაფიქსირდა.

"სევილიასა" და მაროკოელთა ფორვარდმა - იუსეფ ენ-ნესირმა მსოფლიო ჩემპიონატის ანტირეკორდი დაამყარა.

კერძოდ კი, მაროკოელმა ფორვარდმა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ 67 წუთი ითამაშა, ამ დროში კი იგი ბურთს მხოლოდ სამჯერ შეეხო. სამივე შეხება პირველ ტაიმში ჰქონდა, მეორე ტაიმში კი მაროკოელი ფორვარდი ბურთს საერთოდ არ შეხებია.

ასეთი ფაქტი 1966 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად მოხდა.

სხვა სტატიები