Belive

რიკარდო მონტოლივო: "კვარაცხელია TOP დონის ფეხბურთელი არ არის"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, 39 წლის რიკარდო მონტოლივომ, "ნაპოლი" - "ლაციოს" მატჩის დასრულების შემდეგ, "Sky Sport"-ის ეთერში, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხს ხვიჩა კრაცხელია ტყუილად ჰქონია ტოპ დონის ფეხბურთელი.

"პირველ წელს მან ყველა გააოცა, რადგან ის ყველასთვის უცხო და ახალი ფეხბურთელი იყო. მართლა კარგი სეზონი ჩაატარა და დიდი წვლილი შეიტანა ნაპოლის ჩემპიონობაში, თუმცა დღეს სხვა რეალობა გვაქვს. ნაპოლის ჩემპიონობის შემდეგ, მან სეზონი ჩააგდო, ახლა კი თავს ვეღარაფრით იჩენს.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მეტიც, მას სერია A-შიც კი ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჯობს." - რიკარდო მონტოლივო

რიკარდო მონტოლივო წლების განმავლობაში: "ატალანტაში" და "ფიორენტინაში" თამაშობდა, საფეხბურთო კარიერა კი 2019 წელს "მილანში" დაასრულა.

მას იტალიის ეროვნულ ნაკრებში 66 მატჩი აქვს ჩატარებული. მონტოლივომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2008 წლის ოლიმპიადაზე აქვს ნათამაშები.

სხვა სტატიები