Belive

უარი გადადგომაზე: ისმაილ ქართალი ფენერბაჰჩეს მწვრთნელად რჩება

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფენერბაჰჩესა და რომას მატჩში გულშემატკივარმა ტრიბუნებიდან მოედანზე ბოთლი ისროლა, რამაც სიტუაცია უკიდურესად დაძაბა. ამ ფაქტით აღშფოთებულმა ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ისმაილ ქართალმა, მომხდარის გამო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და გადადგომის განცხადებით კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა.

ფენერბაჰჩეს მენეჯმენტმა ქართალის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას სრული ნდობა გამოუცხადა.

,,ამ საღამოს მატჩის დროს გულშემატკივარმა მწვრთნელს თავში ბოთლი ესროლა. ის ამ ფაქტით ძალიან შეწუხებულია. ისმაილ ქართალს ახლახან ველაპარაკე. მან ისაუბრა ბოთლთან დაკავშირებულ ინციდენტზე და ასევე დაიჩივლა, რომ წნეხის ქვეშ იმყოფება.

მას არ სჭირდება თქმა, რომ რჩება. მე მისი უფროსი ვარ - ვთქვი ,,შენ გააგრძელებ'' და მორჩა. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!

ისმაილ ქართალი არის მწვრთნელი და ეს იცოდეთ! ის ვერ წავა, სანამ მე არ წავალ! ბოთლებს ისვრით, როგორ უნდა იდგეს კაცი მშვიდად? სირცხვილია. გთხოვთ, დავიცვათ ფენერბაჰჩეს ღირებულებები.'' - ფენერბაჰჩეს პრეზიდენტი

სტამბოლურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ პირი, რომელმაც ქართალს ბოთლი ესროლა, იდენტიფიცირებულია და მას სტადიონზე შესვლა აეკრძალა.

ფენერბაჰჩემ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ფაზაში გასვლა ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად მოახერხა .

სხვა სტატიები