"თანამდებობას ვტოვებ. კითხვებზე პასუხს არ გავცემ" - ისმაილ ქართალი
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ფენერბაჰჩემ საკუთარ არენაზე რომა მიიღო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. დაპირისპირების დასრულების შემდეგ უცნაური რამ მოხდა, თითქოს ამას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ თურქული გუნდის მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა. ისმაილ ქართალმა ეს ამბავი პრესკონფერენციაზე გამოაცხადა და ყველა გაოგნებული დარჩა, გამოსარჩევი იყო არჩი ბრაუნის რეაქცია აღნიშნული ამბის გაგების შემდეგ.
ისმაილის განცხადება პრესკონფერენციაზე:
ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და მათ ვულოცავ. ახლა, კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე მინდა დავასრულო და მინდა რამდენიმე სიტყვა საკუთარ თავზეც ვთქვა. აქ 3 თვე გავატარე. სეზონის დაწყებიდან დღემდე, იმ ვარჯიშებისა და შეკრებების განმავლობაში, რომლებიც ფეხბურთელებთან ერთად გავიარე ჩვენი პრეზიდენტი და ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას, ძალიან კარგი დღეები იყო.
ფეხბურთელებს დაფიქსირებულ შედეგს ვულოცავ და თანამდებობას ვტოვებ. ამიტომ, უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც დღემდე მხარს მიჭერდა, ასევე თქვენ, ჩემს სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, ჩემს ძმებს. კითხვებზე პასუხს არ გავცემ, თანამდებობა დავტოვე, რათა გზა გავუხსნა კლუბის მომავალს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე და მთელმა გუნდმა მივიღეთ, რათა ხელი შევუწყოთ იმ მწვრთნელებს, რომლებიც ფენერბაჰჩეში მოვლენ და ასევე თავად ფეხბურთელებს. ასე რომ, სანამ გუნდს კარგი დინამიკა აქვს, თანამდებობა დავტოვე. იმ პირობით, რომ აქ აღარასდროს დავბრუნდები, ყველას სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. - ისმაილ ქართალი
📌 İsmail Kartal, Fenerbahçe'deki teknik direktörlük görevinden istifa ettiğini açıkladı!#UCL #beINSPORTS pic.twitter.com/TQXOncc2UB
— beIN SPORTS Türkiye (@beINSPORTS_TR) September 10, 2026
ისმაილ ქართალი ფენერბაჰჩეს მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის 26 ივნისს დაინიშნა და გუნდს 11 შეხვედრის განმავლობაში უხელმძღვანელა, ის მანამდეც არაერთხელ წვრთნიდა ფენერს, უფრო კონკრეტულად 3-ჯერ. 11 ჩატარებული შეხვედრიდან გუნდმა 6 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა, 2 ჯერ კი წააგო.