Belive

უარი ფეხბურთზე და სამოდელო კარიერის არჩევანი - რომეო ბექჰემმა კარიერა დაასრულა

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის - დევიდ ბექჰემის 22 წლის შვილმა რომეომ, საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და სამოდელო კარიერაზე გაამახვილებს ყურადღებას.

გავლენიანი ბრიტანული მედიების ინფორმაციით, რომეო ბექჰემს "ბრენტფორდმა" ახალი კონტრაქტი შესთავაზა იმისათვის, რომ ის სარეზერვო კლუბში კიდევ 3 წლით დარჩენილიყო, თუმცა რომეომ უეცარი გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერ ლიგური კლუბის შემადგენლობა დატოვა, მეტიც, საფეხბურთო კარიერაზე საერთოდ უარი განაცხადა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ცნობილ პარიზული მოდის სახლთან " Safe Management"-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი იმისათვის, რომ მოდელი გახდეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რომეოსთვის ეს პირველი კარიერის დასრულება არ არის. მან 2015 წელს "არსენალიდან" გამოშვების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთით დიდ სიამოვნებას ვერ იღებდა და ჩოგბურთს მიაშურა, თუმცა იქაც უშედეგოდ.

რომეო ბექჰემი "ბრენტფორდის" საკუთრება იყო, თუმცა ინგლისური კლუბის მაისურით არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. ლონდონურ კლუბს 22 წლის ფეხბურთელი მამამისის კლუბში ჰყავდა განათხოვრებული, სადაც პირველი კლუბის ღირსებას ვერ იცავდა, სწორედ ამიტომ "ინტერ მაიამის" მეორე და ასაკობრივ კლუბებში თამაშობდა.

სხვა სტატიები