Belive

კიდევ 2 თვე ვერ ითამაშებს - ნეიმარის დაბრუნება კვლავ გადაიდო

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

32 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი- ნეიმარი, რომელიც საუდის არაბეთის "ალ ჰილალში" თამაშობს, კიდევ მინიმუმ 2 თვეს იუქმებს და მოედანზე მისი დაბრუნება ზამთარშია მოსალოდნელი.

"ალ ჰილალის" პორტუგალიელი მწვრთნელი - ხორხე ხესუსი, ბრაზილიელი ვარსკვლავის დარეგისტრირებას მხოლოდ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე აპირებს, ხოლო საუდის არაბეთის ჩემპიონატში კი ნეიამარს არ დაარეგისტრირებენ.

ნეიმარი მოედანს სექტემბრის თვეში უნდა დაბრუნებოდა, თუმცა ბოლო სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ იგი ჯერ სრულად მზად ყოფნაში არ არის და მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამის სრულად გასავლელად კიდევ მინიმუმ 2 თვის გამოტოვება მოუწევს.

საუდის არაბეთის პრო ლიგის საბოლოო შემადგენლობა 11 სექტემბრისთვის უნდა დადასტურდეს და სავარაუდოდ, ნეიმარს რენან ლოდი ჩაანაცვლებს. ლიგის შემადგენლობაში, უცხოელი მოთამაშეების ლეგალური კვოტის დასაკმაყოფილებლად, "ალ ჰილალმა" ერთ-ერთი უცხოელი მოთამაშე უნდა გამორიცხოს და ეს ფეხბურთელი ნეიმარი იქნება.

ნეიმარი აგრძელებს რეაბილიტაციის გავლას კლუბის დარბაზში და საწყის ეტაპზე გუნდთან ერთად ბურთით მსუბუქი ვარჯიშები დაიწყო, შემდეგ კი ის დაუბრუნდება ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს.

კლუბში ვარაუდობენ, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებში უნდა დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ალ ჰილალს" ერთი წლის წინ შეუერთდა და ჯამში 386 წუთი ითამაშა.

სხვა სტატიები