U19 | უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველ შეხვედრაში დინამო თბილისმა ბუდუჩნოსტი დაამარცხა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ახალგაზრდულ ლიგის პირველ შეხვედრაში ,,დინამო თბილისის'' 19-წლამდელთა გუნდმა მონტენეგროს ჩემპიონს, ,,ბუდუჩნოსტს'' უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
ქართული გუნდის შემადგენლობიდან მატჩში გოლების გატანა საბა სამუშიამ, ნიკოლოზ ცეცხლაძემ და ნიკოლოზ ჩიქოვანმა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ მეტოქე დღევანდელ შეხვედრაში ორჯერ იგებდა.
,,დინამოსა'' და ,,ბუდუჩნოსტს'' შორის საპასუხო მატჩი 2 ოქტომბერს, მონტენეგროში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე თურქულ ,,ტრაბზონსპორს'' დაუპირისპირდება.
ფოტო: დინამო თბილისი