"დაჯერება გამიჭირდა, პრემიერ ლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა" - ვახტანგ სალია
"ქართველი ტალანტი, ვახტან სალია მოუთმენლად ელის "ნიუკასლში" მომავალს" - Flashscore ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს.
ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალია ჯერ კიდევ 17 წლისაა, მაგრამ ძალიან მალე "დინამო თბილისის" სავარჯიშო მოედანს "ნიუკასლის" სახელოვანი "სენტ ჯეიმ პარკით" ჩაანაცვლებს.
თავდამსხმელი, მეგობრებთან ერთად იყო, პრემიერ ლიგის კლუბის, "ნიუკასლის" ინტერესის შესახებ შეიტყო. მიმდინარე წლის აგვისტოში, როდესაც 18 წლის გახდება, ის ინგლისში გაემგზავრება. ახალგაზრდა შემტევისთვის, რომელმაც კარიერა მშობლიურ "დინამო თბილისში" დაიწყო, ინგლისის პრემიერ ლიგაში აღმოჩენა, ახდენილი ოცნების ტოლფასია.
"ამის დაჯერება გამიჭირდა. ჯერ კიდევ არ მჯერა. ჩემი ოცნება იყო პრემიერ ლიგაში თამაში" - ვახტანგ სალია.
ვახტანგ სალია საქართველოს ახალგაზრდული თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ამ ტალანტებმა სამხრეთ კავკასიის ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 3.7 მილიონია, სახელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვეს. ინტერვიუში ვახტანგ სალიამ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც ის აღმერთებს, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე არიან, რომელთან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან ფორუმზე იასპარეზა.
სალია იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს მოირგებს:
"საქართველოში ფეხბურთი საკმაოდ ვითარდება. ნებისმიერი ქართველის ოცნებაა, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც ეროვნული ნაკრების მაისურს მოვირგებ".

"დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი, ვლადიმერ კაკაშვილი მიიჩნევს, რომ ვახტანგ სალიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს - ისევე, როგორც მისი თანამემამულე.
"ეჭვგარეშეა, ინგლისური ფეხბურთი დღეისთვის ევროპაში საუკეთესოა. უსაზღვროდ დიდი სისწრაფე და საოცრად მაღალი ფიზიკური სტანდარტებია. ვახოს გარკვეული პერიოდი დასჭირდება ამ კომპონენტების გასაუმჯობესებლად. როდესაც ამ ასაკის ფეხბურთელი დიდ გუნდს უერთდება, ეს მის ნიჭიერებას უსვამს ხაზს. ვახომ საკუთარ თავზე უნდა იმუშავოს. ვფიქრობ მისი ნიჭისა და სანიმუშო ეთიკის გათვალისწინებით, სალიას ნებისმიერ ჩემპიონატში თამაში შეუძლია" - ვლადიმერ კაკაშვილი.
ფოტო: REUTERS / Irakli Gedenidze