Belive

The Sun: "საქართველომ თავისი თამაშით უნდა იამაყოს"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა გამართა, სადაც თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი ჩვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და მეტოქემ 3:1 გაიმარჯვა.

მიუხედავად ანგარიშისა, ჩვენი მხრიდან თამაშის დროს არაერთი ნათელი მომენტი იყო. ბევრჯერ გვქონდა შანსი გაგვეთანაბრებინა ან წინ გავსულიყავით. კარგი თამაშით საქართველო ნაკრებმა შეძლო და გულშემატკივრებთან ერთად, გავლენიანი გამოცემების ყურადღებაც მიიპყრო. მათ შორის იყო The Sun-იც.

დღეს ყველა თურქეთის შესახებ ილაპარაკებს, თუმცა, საქართველომ თავისი პირველი შეხვედრით ევროზე უნდა იამაყოს. ჩამორჩენის შემდეგ, მათ გამოიჩინეს სიმტკიცე, იპოვეს გზა თამაშში დასაბრუნებლად და ამის შემდეგ წინ გასვლაც შეეძლოთ.

მაშინაც კი, როდესაც მეორე ტაიმში მეტოქეს ჩამორჩნენ, მსაჯის დამატებულ დროში შექმნეს მომენტები, სადაც გათანაბრება შეეძლოთ. - წერს გამოცემა The Sun

ჩვენს ჯგუფში პირველსა და მეორე ადგილებზე, 3-3 ქულით, თურქეთი და პორტუგალია არიან, ჩეხეთი და საქართველო მე-3 და მე-4 ადგილებს უქულოდ იკავებენ და მომავალ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები