Belive

კომპანი: ,,წესით, როცა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად 5 გოლს უშვებ, გავარდნილი ხარ''

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, პარი სენ ჟერმენთან წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,გაგვიჭირდა, თუმცა სახიფათოებიც ვიყავით. ერთი მხარეა გაშვებული გოლები – წესით, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტუმრად 5 გოლს უშვებ, გავარდნილი ხარ. მაგრამ, თუ ჩვენს შექმნილ მომენტებს გავითვალისწინებთ, მეტის გატანაც შეგვეძლო. სწორედ ამან უნდა მოგვცეს რწმენა.

თუ მატჩში საერთოდ ვერაფერს აჩვენებ, მაშინ რთულია იმის მტკიცება, რომ სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შეგიძლია. მაგრამ, როდესაც ისეთი სახიფათო ხარ, როგორიც ჩვენ ვიყავით, მთავარია, მომენტების რეალიზება შეძლო.

მომავალ კვირას ალიანს არენაზე გიჟური ატმოსფერო იქნება. ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ. ყველაფერს გავიღებთ, აბსოლუტურად ყველაფერს - მოედანზე სიკვდილიც რომ დაგვჭირდეს, ამისთვისაც მზად ვართ, ჩემი გუნდის მჯერა! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სტადიონზე მოსულმა 75,000-ვე ქომაგმა მაქსიმუმი გააკეთოს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ამისთვის კი მათი მხარდაჭერა დაგვჭირდება.'' - ვენსან კომპანი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 5:4 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ოთხშაბათს, 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სხვა სტატიები