Belive

ტუხელი: ,,დარწმუნებული არ ვარ, რომ ლაციომ მოიგო''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, რომის ,,ლაციოსთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,მარცხის გამო, იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ვფიქრობ, თამაში ჩვენ წავაგეთ... დარწმუნებული არ ვარ, რომ ლაციომ მოიგო.

არ ვიცი, რატომ დავკარგეთ თავდაჯერებულობა მეორე ნახევარში, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ასე მოხდა, შემდეგ კი გოლიც გავუშვით. ამის ახსნა არ შემიძლია, რადგან ფეხბურთელებს ვუთხარით, რომ უფრო თამამად შეეტიათ, მაგრამ სახე ტაიმის დასაწყისშივე დავკარგეთ...

ცხადია, როცა კარში ვერ დაარტყამ, ვერ მოიგებ. თუმცა, წინ მეორე თამაში გვაქვს და შრომას გავაგრძელებთ.'' - თომას ტუხელი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ლაციომ'' ,,ბაიერნს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 6 მარტს მიუნხენში გაიმართება.

სხვა სტატიები