Belive

"ინტერმა უნდა დაივიწყოს შედეგი, მაგრამ არა ის თამაში, რაც მიუნხენში ჩაატარა" - სიმონე ინძაგი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, 16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეორე 1/4-ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება. მილანის "ინტერმა" პირველი შეხვედრა "ბაიერნს" მიუნხენში 1:2 მოუგო, საპასუხო მატჩს კი ჯუზეპე მეაცაზე გამართავს, რომელიც 1/2-ფინალისტის ვინაობას გადაწყვეტს.

მატჩამდე მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

ვიცით, რომ ხვალ რთული მატჩი იქნება, ამიტომ "ინტერმა" უნდა დაივიწყოს შედეგი, მაგრამ არა ის თამაში, რაც მიუნხენში ჩაატარა. ჩვენ შესანიშნავი მატჩი გვქონდა, მაგრამ ვიცით, რომ მეტოქეც ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ იგივე ტემპში თამაში მოგვიწევს, მოედანზე სწორი განწყობით უნდა გავიდეთ, ბევრი ვირბინოთ და აგრესიულად ვითამაშოთ. არ დაგვავიწყდეს ეს 1/4-ფინალია. პირველი ტაიმი მიუნხენში ჩატარდა, ხვალ კი მეორე გვექნება.

ვიცით, რომ დამღლელი სეზონია, რადგან ყოველ 3-4 დღეში თამაში გვიწევს. წელს ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგა ჩატარდა, რომელმაც როგორც მწვრთნელების, ასევე ფეხბურთელების ბევრი ენერგია წაიღო. ბიჭები დადებითად არიან განწყობილნი და გუნდმა იცის, რომ ჩვენ დიდ გუნდს ვეთამაშებით.

"ბაიერნი" ძალიან ჩამოყალიბებული და ძლიერი გუნდია, ნიჭიერი, ახალგაზრდა და აგრესიული მოთამაშეებით. აქ საქმე ორ თამაშს ეხება და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. - სიმონე ინძაგი - "ინტერის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები