Belive

"თუ ვიტყვი, რომ მათი მეშინია ეს სიცრუე იქნება" - პეპ გვარდიოლა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს "ეტიჰადი" "სიტისა" და "რეალისა" 1/4-ფინალური შეხვედრის განმეორებით მატჩს უმასპინძლებს. მადრიდში ნამდვილი თრილერი ვიხილეთ, სადაც 6 გოლი გავიდა და გამარჯვებული მაინც ვერ გამოვლინდა. 3:3 დასრულებული თამაშის შემდეგ, ყველაფერი დღეს გაირკვევა.

ამ რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ მადრიდელების არ ეშინია.

მათი არ მეშინია. "რეალის" წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და პატივსაც ვცემ. თუმცა, თუ ვიტყვი, რომ მათი მეშინია ეს სიცრუე იქნება. ვფიქრობ, მადრიდელები გასულ სეზონთან შედარებით ძლიერები არიან. გასული კვირის მატჩმა ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა. ბუნებრივია, რომ მათ რევანში სურთ. სწორედ ამის გამო ძალიან რთული მატჩი გველის. - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "სიტის" პირველი მატჩი "ბერნაბეუზე" გაიმართა, სადაც ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ვნახეთ. დაპირისპირება 3:3 დასრულდა და შესანიშნავი გოლებიც ვიხილეთ.

დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, "ეტიჰად სთეიდიუმზე" გაიმართება. შეხვედრას იტალიელი არბიტრი დანიელე ორსატო განსჯის.

სხვა სტატიები