Belive

El Nacional: "მესიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარიერა ნიუელს ოლდ ბოისში გააგრძელოს"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კატალონიური გამოცემა "El Nacional" იტყობინება, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი - ლეო მესი, 2025 წელს "ინტერ მაიამის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და კარიერას მშობლიურ კლუბში "ნიუელს ოლდ ბოისში" გააგრძელებს.

მესი "ნიუელს ოლდ ბოისში" ღრმა ბავშობაში თამაშობდა და მისი პირველი საფეხბურთო კლუბი სწორედ ეს იყო. 37 წლის ფეხბურთელმა მშობლიურ კლუბში 1994-2000 წლებში ითამაშა, შემდეგ კი "ბარსელონაში" პირველი ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა, დანარჩენი კი დიდი ისტორიაა...

მესის "ინტერ მაიამის" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, ამიტომ ლიონელი თავისუფალ აგენტად რჩება და სამშობლოში დაბრუნებას განიხილავს.

კატალონიური გამოცემის მიხედვით, დადის ჭორები, რომ მესის კარიერის დასრულება სწორედ მშობლიურ კლუბში სურს.

სხვა სტატიები