ცნობილია, თუ რამდენი არგენტინელი გულშემატკივარი დაესწრება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს
ცნობილმა არგენტინელმა სპორტულმა ჟურნალისტმა - ლუკას სკალიოლიმ, 2022 წლის მუნდიალის ფინალის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ მუნდიალის ფინალში არგენტინელი გულშემატკივრები საოცარ შოუს დადგამენ.
Más de 50.000 hinchas argentinos estarán presentes en el estadio Lusail.
— Lucas Scagliola (@scagliola_lucas) December 16, 2022
4000 globos, 6000 banderas, 2000 bufandas, 10 tirantes de 40 metros y mucho más cotillón. El domingo se espera una fiesta única en las tribunas
No hay antecedentes de algo así en la historia de los mundiales pic.twitter.com/yCC70wcNYo
"ფინალში, ლუსაილის სტადიონზე 50 ათასზე მეტი არგენტინელი გულშემატკივარი იქნება. გამოყენებული იქნება 4000 ბუშტი, 6000 დროშა, 2000 ყელსახვევი, 10 ცალი 40-მეტრიანი დიდი ბანერი. ასევე დაგეგმილია ბევრი სხვადასხვა წვეულებები. კვირას ტრიბუნაზე უნიკალური წვეულება გაიმართება, რისი პრეცენდენტიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში აქამდე არ ყოფილა."
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი ლუსაილის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 88 966 ადამიანს იტევს.