Belive

Goal.com | კვერნაძე ფროზინონეში - ვინ გადის კვარას გზას?

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

გიორგი კვერნაძე "ფროზინონეს" ფეხბურთელია - სერია A-ში ახლადაღზევებულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გაოფიციალურების შემდეგ ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი Goal.com-ი კვერნაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ყველაფერი, რაც "ფროზინონეს" ახალწვეულის შესახებ უნდა იცოდეთ: კიდევ ერთი ახალგაზრდა აღმოსავლეთ ევროპიდან, რომელიც მზადაა სერია A-ში კვალი დატოვოს.

სერია A-ს 2023/24 წლების სეზონში, გიორგი კვერნაძე "ფროზინონეს" მაისურით იასპარეზებს. ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერი ელიტაში ახლადაღზევებულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ვინ არის კვერნაძე?

ისევე, როგორც კვარაცხელია, კვერნაძე, 2001 წელს საქართველოში დაიბადა. ისევე, როგორც მისი თანამემამულე - კვერნაძეც მზადაა სერია A-ში წარუშლელი კვალი დატოვოს. ცნობილია, რომ კვერნაძე "ფროზინონეს" იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა, კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.

კვერნაძის როლი

კვარას მსგავსად, კვერნაძეც მარცხენა ვინგერია. ახალგაზრდული კარიერის განმავლობაში ის ძირითადად მისთვის სასურველ პოზიციაზე თამაშობდა. ასევე, სამშობლოში მეორე თავდამსხმელის პოზიციაზეც უთამაშია. 1.88 მ სიმაღლის შემტევს, კვარასგან განსხვავებით მისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ 21-წლამდელთა გუნდში გაიბრწყინა.

კვერნაძის უნარები

ინდივიდუალური ტექნიკა, ბურთის კარგი კონტროლი და სისწრაფე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, რომ ფრთაზე კარგი შეტევა განახორციელოს. შეტევაში ბრწყინვალეა.

კვარა და კვერნაძე ერთად?

არა. კვერნაძე ბათუმის "დინამომ" მას შემდეგ დაიმატა, რაც გუნდი კვარაცხელიამ დატოვა. "ფროზინონეს" ახალწვეულმა ბათუმის "დინამოს" მაისურით პირველი შეხვედრა თებერვალში გამართა - იმ დროს, როდესაც კვარაცხელია უკვე "ნაპოლის" სუპერვარსკვლავი გახლდათ.

ღირს მისი შეძენა ფანტაკალჩოში?

თავდაპირველად კვარასაც ეჭვის თვალით უყურებდნენ და შეგვიძლაი ვთქვათ, რომ კვერნაძის ფენტეზიში არჩევა შესაძლოა სარისკო იყოს. მისი თანამემამულისგან განსხვავებით, კვერნაძე პატარა კლუბში იასპარეზებს, რომელსაც შესაძლოა რთული პერიოდი დაუდგეს. კვერნაძე შესაძლოა განვითარების მხრივაც წააწყდეს პრობლემებს. მიუხედავად ამისა, მისი უნარები და დაბალი ფასი, ცდის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა - ის შეიძლება ახალი აღმოჩენა გახდეს.

სხვა სტატიები