Belive

ცნობილია, რომელ ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია The Best-ის გამოკითხვაში

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას ორგანიზებით, ლონდონში გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი - The Best გაიმართა, რომლის გამარჯვებული ლეო მესი გახდა.

გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების კაპიტნების, მთავარი მწვრთნელების, სპორტის ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.

გამოკითხვაში საუკეთესოთა შორის მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 7 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა (შედარებისთვის, მესიმ 48 ქულა მიიღო).

კვარამ 12 ფინალისტს შორის დეკლან რაისსა და მარსელო ბროზოვიჩს აჯობა.

პირველი თორმეტეული ასე გამოიყურება:

  1. ლეო მესი - 48 ქულა

  2. ერლინგ ჰოლანდი - 48 ქულა

  3. კილიან მბაპე - 35 ქულა

  4. კევინ დე ბრუინე - 32 ქულა

  5. ვიქტორ ოსიმენი - 24 ქულა

  6. როდრი - 24 ქულა

  7. ხულიან ალვარესი - 21 ქულა

  8. ბერნარდუ სილვა - 18 ქულა

  9. ილკაი გიუნდოგანი - 13 ქულა

  10. ხვიჩა კვარაცხელია - 7 ქულა

  11. მარსელო ბროზოვიჩი - 7 ქულა

  12. დეკლან რაისი - 1 ქულა

სხვა სტატიები