Belive

"პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ გაცვლას ამზადებს" - La Gazzetta dello Sport

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ" ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ გაცვლას ამზადებს, La Gazzetta dello Sport ქართველი ფეხბურთელის შესაძლო მომავალზე წერს.

ფრანგული გუნდი აპირებს "ნაპოლის" შესთავაზოს 80 მილიონი ევრო პლუს კოლო მუანი ერთსეზონიანი იჯარის სახით, ქართველ ფეხბურთელს "პსჟს" უფრო და უფრო ხშირად უკავშირებენ, რადგან ვიქტორ ოსიმენი ჩელსიში გადასვლაზე ოცნებობს.

უახლესი ინფორმაციის თანახმად ნიგერიელი თავდამსხმელის სურვილი დიდია, რომ ლონდონურ გუნდში გადავიდეს, "ჩელსის" კი ოსიმენის გადაყვანა შეუძლია თუ ისინი 120-130 მილიონ ევროს გადაიხდიან. ნეაპოლელთა ფორვარდმა ახალი კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გააფორმა, მაგრამ ის იტალიურ გუნდს სავარაუდოდ სეზონის ბოლოს დატოვებს.

თავის მხრივ, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბში დარჩენის სურვილი აქვს, მაგრამ ფეხბურთელი და კლუბი ახალ კონტრაქტზე ჯერ არ შეთანხმებულან.

მოლაპარაკებები "ნაპოლისა" და გარემარბის გარემოცვას შორის მიმდინარეობს. Gazzetta-ს ცნობით, პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ინფორმირებულია ბარსელონას ინტერესის შესახებ, მაგრამ დაინტერესებულია ასევე "პსჟც".

სხვა სტატიები