Belive

ცნობილია, რა ნომრით ითამაშებს მბაპე მადრიდის რეალში

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპე, რომელიც მომავალი სეზონიდან ,,რეალს'' შეუერთდება, ,,სამეფო გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს.

მადრიდული გრანდის ღირსებას ბოლოს ამ ნომრით ქარიმ ბენზემა იცავდა (2010-2023 წლებში).

როგორც ფრანგული გამოცემა წერს, უკვე გადაწყვეტილია, რომ ერთი სეზონის შემდეგ, როცა ,,სამეფო კლუბს'' ლუკა მოდრიჩი დატოვებს, კილიანი ნომერს შეიცვლის და 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

გასულ სეზონში მბაპემ ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ვარსკვლავი ,,რეალთან'' 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სხვა სტატიები