Belive

დანი კარვახალი: "ეს არის ფსკერი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ..."

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის 1/8-ფინალში უდიდესი სენსაცია დაფიქსირა. ალბასეტემ, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-17 პოზიციაზე იმყოფება, თასიდან მადრიდის რეალი გამოაგდო.

ალბასეტემ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და თასის 1/4-ფინალში გავიდა, ალვარო არბელოა კი 'სამეფო კლუბში' სამწვრთნელო კარიერას ჯოჯოხეთურად იწყებს.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, 'სამეფო კლუბს' ალბასეტესთან მატჩში გუნდის კაპიტანი და მადრიდული გრანდის ლეგენდა - დანიელ კარვახალი დაუბრუნდა, რომელმაც მარცხის შემდეგ ძალიან გაბრაზებითა და ემოციით ისაუბრა.

"რთულია ამ მარცხე საუბარი - ფაქტია, რომ გუნდს მძიმე პერიოდი უდგას და თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ ეს პრობლემები მალე გადაიჭრას.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ მარცხით და ერთადერთი რაღაცის თქმა შემიძლია - ჩვენ ფსკერს მივაღწიეთ...

არ შეიძლება ასე თამაში, ეს მარცხი თითოეული ჩვენთაგანის ბრალია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალ მატჩებში ჩვენი გულშემატკივრები გავაბედნიეროთ." - დანი კარვახალი

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მარცხის შემდეგ, მადრიდის რეალმა კლუბიდან ხაბი ალონსო დაითხოვა, რადგან ფლორენტინო პერესს მისი მუშაობა და შედეგები არ მოსწონდა, ახლადმოყვანილმა ალვარო არბელოამ კი სადებიუტო თამაშში მეორე დივიზიონის მე-17 ადგილზე მყოფ გუნდთან წააგო და რეალი სამეფო თასიდან გამოეთიშა.

აშკარაა, რომ მადრიდულ გრანდში სერიოზული პრობლემებია, რასაც თავად ფეხბურთელებიც აღარ მალავენ. საინეტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები 'სამეფო კლუბში'...

სხვა სტატიები