Belive

ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე კლუბები

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სპორტის კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) შეადგინა იმ კლუბების რეიტინგი, რომელთა მოთამაშეებს (მათ შორის, სხვა გუნდებში იჯარით გადასულ ფეხბურთელებს) აქვთ ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულება.

ტოპ 100-ში პირველი ადგილი მადრიდის "რეალმა" დაიკავა, სამეფო კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება 1,728 მილიარდ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა მადრიდის "რეალს" და "მანჩესტერ სიტის", შესაბამისად, 34 და 39 საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ჰყავთ, "ჩელსიში" ასეთი მოთამაშეების რაოდენობა 54-ს შეადგენს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლონდონურმა კლუბმა, უკანასკნელ 2 წელიწადში, ახალი ფეხბურთელების მოყვანაზე, 1,5 მილიარდი ფუნტი დახარჯა.

ტოპ 20 კლუბი შემადგენლობის სიძვირის მიხედვით ასე გამოიყურება:

1. მადრიდის რეალი – 1,728 მილიარდი ევრო;
2. მანჩესტერ სიტი – 1,471 მილიარდი ევრო;
3. ჩელსი – 1,388 მილიარდი ევრო;
4. არსენალი – 1,225 მილიარდი ევრო;
5. ბარსელონა – 1,124 მილიარდი ევრო;
6. ლივერპული – 1,099 მილიარდი ევრო;
7. პსჟ – 1,088 მილიარდი ევრო;
8. მანჩესტერ იუნაიტედი – 989 მილიონი ევრო;
9. ტოტენჰემი – 886 მილიონი ევრო;
10. ბაიერი - 862 მილიონი ევრო;
11. ბრაიტონი – 807 მილიონი ევრო;
12. ბაიერნი – 801 მილიონი ევრო;
13. ინტერი – 800 მილიონი ევრო;
14. მილანი – 762 მილიონი ევრო;
15. მადრიდის ატლეტიკო – 752 მილიონი ევრო;
16. ასტონ ვილა – 717 მილიონი ევრო;
17. იუვენტუსი – 697 მილიონი ევრო;
18. დორტმუნდის ბორუსია – 646 მილიონი ევრო;
19. ლაიპციგი – 639 მილიონი ევრო;
20. ნაპოლი – 598 მილიონი ევრო.

სხვა სტატიები