Belive

'განახლებულ სტადიონთან მესის ძეგლის დადგმა გვინდა' - ბარსელონას პრეზიდენტი

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ კლუბი "კამპ ნოუს“ გარეთ ლიონელ მესის ქანდაკების დადგმის გეგმებზე მუშაობს.

ცნობილი სტადიონის რეკონსტრუქცია კვლავ მიმდინარეობს, თუმცა, სავარაუდოდ, პირველი გუნდი საბოლოოდ შეძლებს საშინაო თამაშების ჩატარებას - სანაკრებო შესვენების შემდეგ.

მესიმ ამ კვირაში, შუაღამისას, საიდუმლოდ მოინახულა თავისი ყოფილი სახლი, რითაც ნათლად აჩვენა, თუ რამდენად ენატრება ბარსა და ლაპორტა ამბობს, რომ შესაძლოა, ბარსელონას მალე საკუთარი კერპის ქანდაკება ჰქონდეს.

ჩვენ, ყველა კულეს, გვსურს, რომ ლეო მესის ქანდაკება Spotify Camp Nou-ზე იყოს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და თუ ოჯახს სურს, როდესაც დიზაინი გვექნება, მათთან ვისაუბრებთ - განაცხადა ჟოან ლაპორტამ

სხვა სტატიები