Belive

ცნობილია პრემიერ ლიგის პირველი მწვრთნელი, რომელიც გუნდიდან გაუშვეს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"შეფილდის" მთავარი მწვრთნელი - პოლ ჰეკინბოტომი გახდა პირველი მენეჯერი, რომელიც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში დასაჯეს. "შეფილდის" მიერ ნაჩვენები კატასტროფული ასპარეზობის გამო, კლუბის მფლობელებმა ჰეკინბოტომი დასაჯეს და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

"შეფილდის" მფლობელებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერ ლიგის მე-14 ტურში, ასევე აუტსაიდერმა "ბარნლიმ" "შეფილდი" 5:0 გაანადგურა.

პრემიერ ლიგის განვლილი 14 ტურის შემდეგ, "შეფილდი" 5 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება. გუნდმა მხოლოდ 11 გოლის გატანა შეძლო და 39 გაუშვა.

სხვა სტატიები