ლივერპულმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, "ლივერპულისა" და "შეფილდის" დაპირისპირება შედგა. "ენფილდზე" გამართული მატჩი, რომელშიც 4 გოლი გავიდა, "ლივერპულის" გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
მატჩი 90 წუთის განმავლობაში "ლივერპულის" კონტროლით მიმდინარეობდა და მერსისაიდელები მოედნის ყველა მონაკვეთზე დომინირებდნენ. "ლივერპულმა" მეტოქის კარისკენ 29-ჯერ დაარტყა, კარში კი ზუსტად 9-ჯერ. ასევე, მერსისაიდელებმა 708 ზუსტი პასი გააკეთეს - მეტოქეს კი მხოლოდ 80 ზუსტი პასის შესაძლებლობა მისცეს.
შთამბეჭდავი უპირატესობის ფონზე, კიდევ უფრო კოლოსალურია ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი, რითაც მერსისაიდელებმა 2022 წელს დამყარებული საკუთარი რეკორდი (83%) გააუმჯობესეს. "შეფილდის" წინააღმდეგ "ლივერპულის" ბურთის ფლობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 83.1% შეადგინა.