სუპერკომპიუტერმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საბოლოო ცხრილი იწინასწარმეტყველა
"Opta"-ს მიერ შექმნილმა სუპერკომპიუტერმა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საბოლოო ცხრილი იწინასწარმეტყველა.
სუპერკომპიუტერი პროგნოზირებს, რომ იურგენ კლოპის ბოლო სეზონში, "ლივერპული" პრემიერ ლიგას მიმდინარე გათამაშებას მოიგებს. კომპიუტერი ასევე მხარს უჭერს და ჩემპიონთა ლიგაზე, კონკრეტულად კი მეოთხე პოზიციაზე გაჰყავს "ასტონ ვილა".
საინტერესოა, რომ კომპიუტერის ვარაუდით, ოთხეულს მიღმა დაასრულებენ ასპარეზობას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი", ხოლო "ლუტონი", "ბარნლი" და "შეფილდი" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან გავარდებიან და ასპარეზობას ჩემპიონშიფში გააგრძელებენ.
"Opta"-ს მიერ შექმნილმა სუპერკომპიუტერმა, იმის შანსი, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებას "ევერტონი" გამოეთიშოს, 2.7%-ით შეაფასა. ბევრად მეტი, 26.7% ნოტინგემ ფორესტის გავარდნას, ხოლო ყველაზე ბევრი "ლოტინის" (45.5%), "ბარნლისა" (52.3%) და "შეფილდის" (74.5%) გავარდნას მიანიჭა.