"წინამძღოლი კვარა" - გავლენიანი იტალიური გაზეთის გარეკანი!
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურის დასკვნითი მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მილანმა” გათამაშების ლიდერ “ნაპოლის” უმასპინძლა.
- მილანი 1:2 ნაპოლი (მიმოხილვა)
- ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი მილანის წინააღმდეგ | VIDEO
- სტეფანო პიოლი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია…”
- როგორ დაიწყო კვარაცხელიასა და კრუნიჩის დაპირისპირება? | VIDEO
მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. სტუმართა პირველ გატანილ გოლში მონაწილეობა ქართველმა შემტევმა – ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელმაც თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ხვიჩამ ასევე პირველ ტაიმში მილანელთა ორ მცველს, გუნდის კაპიტანს – დავიდე კალაბრიასა და ცენტრალურ მცველს – სიმონ კიაერს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რის გამოც მასპინძელი გუნდის მწვრთნელმა ორივე მცველი შესვენაბაზე შეცვალა.
ნეაპოლიტანური კლუბის ქართველი ვარსკვლავი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, რაც გავლენიან იტალიურ მედია საშუალებას უყურადღებოდ არ დარჩენია. "მილანთან" გამართული მატჩის შემდეგ, Corriere dello Sport-ის გარეკანზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო შემდეგი სახელწოდებით განთავსდა "წინამძღოლი კვარა ".
Corriere dello Sport-ის პუბლიკაციაში კვარაცხელიას პერფორმანსიც განიხილეს.
"მან "მილანი" გატეხა, შემდეგ "როსონერის" ფეხბურთელები მახეში გააბა და "ნაპოლის" გამარჯვებისათვის ხელსაყრელი პირობები შექმნა. 21 წლის ასაკში, კვარაცხელიამ ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო. საჩემპიონო რბოლაში, ქართველი ვარსკვლავის გამოსვლა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია".