Belive

"მადრიდში გელოდები" - ესპანელმა ჟურნალისტმა კვარას გუტის მაისური გადასცა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთ საუკეთესო ესპანელ საფეხბურთო ჟურნალისტ - ხოსეპ პედრეროლთან გადაცემაში სტუმრობისას, გუტიმ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას კუმირია. "რეალის" ლეგენდამ პირობა დადო, რომ კვარას აუცილებლად გაუგზავნიდა მაისურს მისი ხელმოწერით.

გუტიმ პირობა შეასრულა და ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი მაისური უსახსოვრა. ავტოგრაფიანი მაისური და გუტის მიმართვა კვარას ესპანელმა ჟურნალისტმა გადასცა. El Chiringuito TV-ის რეპორტიორი "ნაპოლის" საწვრთნელ ბაზას ეწვია, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა და მისი კუმირის მაისური გადასცა.





ესპანელმა ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას "ბლანკოსის" ლეგენდის მიმართვაც გადასცა: "ხვიჩას, იმედია მოგეწონა მაისური და ვიმედოვნებ, რომ შენი ოცნებები ახდება. მადრიდში გელოდები.

ჟურნალისტთან საუბარში კვარაცხელიამ გუტის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საპასუხო საჩუქარს უახლოეს მომავალში გაუგზავნის.

სხვა სტატიები