Belive

ციხიდან გათავისუფლებული დანი ალვეში მქადაგებლად მოგვევლინა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სექსუალური ძალადობის ბრალდებაში გამართლებული დანი ალვეში, ესპანურ ეკლესიაში, მქადაგებლად მოგვევლინა.

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო - ესპანეთის ქალაქ ჟირონას ეკლესიაში, დანი ალვეში სცენაზე ლოცვას უძღვება, შემდეგ კი, საერთო ცერემონიის დროს, დანარჩენ მრევლს უერთდება. ეს მისი საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ ხდება.

ღმერთს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ და გქონდეთ რწმენა, მე ამის ცოცხალი დასტური ვარ. რასაც ღმერთი გვპირდება, ღმერთი ასრულებს. ღმერთთან შეთანხმება დავდე - ისმის დანი ალვეშის სიტყვები

ყოფილ მარჯვენა მცველს, 2024 წლის თებერვალში, სექსუალური ძალადობის ბრალდებით ოთხწელიწად-ნახევარი პატიმრობა მიესაჯა. მისი განაჩენი 2022 წელს ბარსელონას ღამის კლუბში, ქალთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. შემდგომში ალვეში გაამართლეს და მას მხოლოდ 14 თვით მოუწია ციხეში ჯდომა.

ფეხბურთელობისას მან ბრაზილიის ნაკრებში 126 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა.

ალვეში ყველაზე მეტად ბარსელონაში გატარებული დროით არის ცნობილი, კატალონიურ კლუბში მან 408 მატჩი ჩაატარა. ბარსელონასთან ერთად სულ 24 ტიტული მოიგო, მათ შორის ექვსი ლა ლიგა და სამი ჩემპიონთა ლიგა.

2016 წელს, ბარსელონას პირველად დატოვების შემდეგ, ალვეში საფრანგეთსა და იტალიაში, ლიგა 1-სა და სერია A-ს გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები