ერთადერთი რეალური მსურველი და მაინც უარი - რა ხდება ალვარესის ტრანსფერზე?
ხულიან ალვარესის დამატება მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე გრანდს სურს, მათ შორის ლონდონის არსენალიცაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელი ფორვარდი არ აპირებს ლონდონში გადასვლას და მზად არის უარი თქვას „მეთოფეების“ შეთავაზებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მიკელ არტეტას გუნდი თავდამსხმელის შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო და ბოლო პერიოდში ერთადერთ რეალურ მსურველადაც განიხილებოდა, ჟურნალისტ პედრო ფულიანას ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი საცხოვრებლად ინგლისის დედაქალაქში გადასვლის იდეას კატეგორიულად არ ემხრობა.
ამ ეტაპზე, ფინანსური შეზღუვების გამო ავლარესის ბარსელონაში გადასვლაც მეტად საეჭვოა, არადა არგენტინელმა კატალონიურ კლუბში თამაშის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. ამჟამად, მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთში დარჩენას და დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით თამაშის გაგრძელებას ამჯობინებს, ვიდრე რაიმე ტრანსფერის იძულებით მოთხოვნას.
Barcelona's talks to sign Atletico Madrid striker Julian Alvarez are at a standstill, as per @La_SER 😬
— Football Transfers (@Transfersdotcom) June 6, 2026
Arsenal are now his only realistic transfer option, but he doesn't want to move to London! ❌ pic.twitter.com/NOrjOSb5gI
არგენტინელმა ასევე განაცხადა, რომ ალვარესის გარშემო არსებული მრავალმხრივი სატრანსფერო პროცესი დროებით ერთ ადგილზეა გაყინული. მიუხედავად იმისა, რომ „არსენალი“ ერთადერთი კლუბია, რომელიც კონკრეტულ გზას სთავაზობს ფეხბურთელს, თავად მოთამაშის უარი ლონდონში გადასვლაზე ტრანსფერს უკიდურესად ართულებს.
მადრიდის ატლეტიკო შექმნილი მდგომარეობით არ უნდა იყოს უკმაყოფილო. კლუბი მომავალ სეზონს სწორედ ალვარესთან ერთად გეგმავს, რომელმაც გასულ სეზონში 20 გოლში მიიღო მონაწილეობა. ატლეტიკოს პრიორიტეტი ამჟამად დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერებაა - სიმეონეს მარკ კუკურელიასა და ბერნარდო სილვას დამატება სურს.
2030 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის ფონზე, „ატლეტიკო“ ალვარესის მომავალთან დაკავშირებით თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს და მისი შენარჩუნების იმედი აქვს.