Belive

ზაფხულის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კოლოსალური თანხები დაიხარჯა, რაშიც მთავარი როლი პრემიერლიგის კლუბებმა ითამაშეს.

ექვსმა ფეხბურთელმა გუნდი 100 მილიონ ევროზე მეტად შეიცვალა, ხოლო 38-მდე მოთამაშის ტრანსფერის ღირებულებამ 50 მილიონ ევროს ან მეტს მიაღწია.

50 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერიდან 33 ინგლისის პრემიერლიგის კლუბების ანგარიშზეა, 5 - სერია A-ს, 4 - ლა ლიგის, 3-3 - ლიგა 1-ისა და საუდის არაბეთის პრო ლიგის, 2 კი - ბუნდესლიგის.

ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების სათავეში მანჩესტერ სიტის მიერ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიღწეული გარიგება მოექცა - ქალაქელებმა ენცო ფერნანდესი ჩელსიდან 145 მილიონ ევროდ შეიძინეს. მეორე ადგილზე მორგან როჯერსია, რომელშიც ჩელსიმ 138 მილიონი ევრო გადაიხადა.

2026/27 წლების სეზონის ზაფხულის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი:

  1. ენცო ფერნანდესი - ჩელსიდან მანჩესტერ სიტიში 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  2. მორგან როჯერსი - ასტონ ვილადან ჩელსიში 138 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  3. ელიოტ ანდერსონი - ნოტინგემიდან მანჩესტერ სიტიში 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  4. ბრედლი ბარკოლა - პსჟ-დან ლივერპულში 125 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  5. იან დიომანდე - ლაიფციგიდან რეალში 125 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  6. სანდრო ტონალი - ნიუკასლიდან ტოტენჰემში 108 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  7. მატეუშ ფერნანდეში - ვესტ ჰემიდან ტოტენჰემში 99 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  8. აიუბ ბუადი - ლილიდან მანჩესტერ სიტიში 95 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  9. სავინიო - მანჩესტერ სიტიდან ტოტენჰემში 87,7 მილიონი ევროს სანაცვლოდ;

  10. ბრუნო გიმარაეში - ნიუკასლიდან არსენალშ 87,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

სხვა სტატიები