Belive

,,წელს თუ ამას შევძლებთ, კარიერას დავასრულებ'' - პეპ გვარდიოლა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ასტონ ვილასთან'' მატჩის წინ, ,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

,,თუ მიმდინარე სეზონში მანჩესტერ სიტი ტრებლს შეასრულებს, კარიერას დავასრულებ!

ვიცი, რომ ეს ძალიან რთული იქნება... ინგლისში რამდენი გამორჩეული გუნდი იყო და ეს მხოლოდ ფერგიუსონმა და ჩვენ შევძელით.'' - პეპ გვარდიოლა

პრემიერლიგის მე-15 ტურში ,,ასტონ ვილამ'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გვარდიოლას გუნდი, რომელსაც 4 მატჩია არ მოუგია (3 ფრე, 1 წაგება), 30 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა და ლიდერ ,,არსენალს'' 6 ქულით ჩამორჩება.

ევროპულ გუნდებს შორის ტრებლი მხოლოდ ,,სელტიკს'', ,,აიაქსს'', ,,პსვ-ს'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'', ,,ბარსელონას'' (2-ჯერ), ,,ინტერს'', ,,ბაიერნსა'' (2-ჯერ) და ,,მანჩესტერ სიტის'' აქვთ მოგებული.

სხვა სტატიები