Belive

არტეტა: "ჩემი და გვარდიოლას შემთხვევა ფედერერი/ნადალს ჰგავს"

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენალის მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ ტიტულისთვის ბრძოლის ფონზე, პეპ გვარდიოლასთან მისი ურთიერთობის გაუარესება სპორტისთვის ცუდი მაგალითი იქნება და ამის ნაცვლად მიუთითებს ჩოგბურთის გიგანტებს, რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის პატივისცემით სავსე მეტოქეობაზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, მაგრამ კორტის მიღმაც მტკიცე მეგობრობას ინარჩუნებდნენ.

არტეტა და გვარდიოლა პირველად ერთმანეთს „ლა მასიას“ აკადემიაში შეხვდნენ, მაშინ არტეტა 15 წლის იყო, შემდეგ ისინი მანჩესტერ სიტიში 3 წელი მუშაობდნენ ერთად, როგორც მწვრთნელი და ასისტენტი. 2019 წელს, არტეტას არსენალის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ორი კლუბი რეგულარულად პებრძვის ერთმანეთს პრემიერ ლიგის მოსაპოვებლად, სადაც გვარდიოლა, როგორც წესი, გამარჯვებული გამოდის.

ჩემთვის გასაკვირი იქნებოდა პეპთან ურთიერთობა რომ შემცვლოდა, ეს სპორტისთვის ძალიან ცუდი მაგალითი იქნებოდა.

სპორტში უნდა ისწავლო და ალბათ ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ვისწავლეთ, არის ის ურთიერთობა, რომელიც, მაგალითად, რაფა ნადალსა და როჯერ ფედერერს ჰქონდათ.

მე საერთოდ არ ვარ ამ დონეზე, მაგრამ როგორ არ უნდა მქონდეს შესანიშნავი ურთიერთობა იმ ადამიანთან, რომელსაც ვაფასებ, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი და ჩემი კოლეგაა?

წარმოიდგინეთ ფედერერი და ნადალი, სპორტის ორი გიგანტი ერთმანეთს ფინალში ეთამაშება და ისინი ყველაფერს აკეთებენ მოსაგებად, თუმცა ძნელია კორტს გარეთ მათზე ახლო მეგობრები მოძებნო. - განაცხადა მიკელ არტეტამ

როგორც ჩანს, ტიტული ამ სეზონში ან მანჩესტერში დაბრუნდება, ან ჩრდილოეთ ლონდონში. მიუხედავად იმისა, რომ ასტონ ვილა ჯერ კიდევ ბრძოლაშია, არ არსებობს მოლოდინი, რომ კლუბი მაისამდე სიტისთან და არსენალთან ტემპს შეინარჩუნებს. 23 ტურის შემდეგ, არსენალი პირველზეა და სიტის 4 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები