Belive

მანჩესტერ სიტის ზამთრის ყველაზე კარგი და ცუდი ტრანსფერები ESPN-ის ვერსიით

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Espn-ის ვერსიით, ,,ვოლფსბურგიდან'' ედინ ჯეკოს ,,მანჩესტერ სიტიში'' გადასვლა, ,,ქალაქელების'' ზამთრის ყველაზე კარგ ტრანსფერებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ბოსნიელმა, რომლის სანაცვლოდაც ,,სიტიმ'' 2011 წელს 27 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ინგლისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 189 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სამეულში, ასევე, გაბრიელ ჟესუსი და ხულიან ალვარესი მოხვდნენ.

გარდა ამისა, Espn-მა მანჩესტერელთა ყველაზე ცუდ ტრანსფერად ,,სუონსიდან'' ვილფრიდ ბონის ყიდვა დაასახელა - გუნდმა ის 25 მილიონ ფუნტად შეიძინა, თუმცა თავდამსხმელმა ,,სიტის'' მაისურით სულ 46 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი მხოლოდ 11-ჯერ აიღო.

სიტის ზამთრის ყველაზე კარგი ტრანსფერები Espn-ის ვერსიით:

  1. ედინ ჯეკო - ვოლფსბურგიდან 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  2. გაბრიელ ჟესუსი - პალმეირასიდან 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  3. ხულიან ალვარესი - რივერ პლეიტიდან 14,1 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

სიტის ზამთრის ყველაზე ცუდი ტრანსფერები Espn-ის ვერსიით:

  1. ვილფრიდ ბონი - სუონსიდან 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

  2. ნერი კასტილიო - შახტარიდან იჯარით.

  3. გეორგიოს სამარასი - ჰეერენვენიდან 6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

სხვა სტატიები