Belive

"წარმოუდგენელია, გაუვალი კედელია" - რას წერენ ლივერპულის ფანები მამარდაშვილზე

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში, ლივერპული ასტონ ვილას დაუპირისპირდა და 2 უპასუხო გოლი გაუტანა. გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ მატჩში, კარი მშრალად პირველად შეინახა და 2 ეპიზოდში მერსისაიდელები გარდაუვალი გოლისგანაც იხსნა.

ქართველმა კიპერმა განსაკუთრებით რთული ბურთი მატი ქეშის დარტყმის შემდეგ მოიგერია, როდესაც ბურთი ვირჯილ ვან დაიკს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა.

გიორგი მამარდაშვილის კარგმა თამაშმა ლივერპულის გულშემატკივრები აღაფრთოვანა - სოციალურ ქსელებში ფანები მამარდაშვილს ერთ-ერთ საუკეთესო შენაძენად ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ გუნდში ალისონის ღირსეული შემცვლელი მივიდა.

  • მივესალმოთ გიორგი მამარდაშვილს - გაუვალი კედელი, რომელმაც მსოფლიო დონის სეივი განახორციელა.

  • მამარდაშვილი წარმოუდგენლად მაგარი მეკარეა.

  • სოლიდური პერფორმანსი მამარდაშვილისგან. ცალსახად სეზონის საუკეთესო მატჩი ჰქონდა.

  • მამარდაშვილის ეს სეივი დაუჯერებელია. ის ტოპ მეკარეა - ჯერ კიდევ აქვს, რაღაც ასპექტები გასაუმჯობესებელი, რის შემდეგაც ნამდვილი მონსტრი გახდება.

  • ჩემი აზრით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გრავენბერხი იყო, მაგრამ ყველამ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ დავალებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში. ის და ალისონი განსხვავებული სტილის მეკარეები არიან.

  • მამარდაშვილის ეს სეივი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ - ძალიან რთულ ეპიზოდში გადაგვარჩინა. ალისონი ნამდვილად იამაყებდა ამ მომენტით.

  • გიორგი მამარდაშვილი შექებას იმსახურებს. სოლიდური პერფორმანსი ჰქონდა - ის იყო იქ, სადაც გვწირდებოდა. რამდენიმე განსაკუთრებული სეივი ჰქონდა.

გიორგი მამარდაშვილსა და ლივერპულს მორიგი რთული გამოცდის ჩაბარება 4 ნოემბერს, 23:59 საათზე, მადრიდის რეალის წინააღმდეგ მოუწევთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პრინციპული დაპირისპირება ენფილდზე გაიმართება.

სხვა სტატიები