Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება ასტონ ვილას წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში ლივერპულმა ასტონ ვილა 2:0 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს 3 სეივი ჰქონდა, ბურთს 27-ჯერ შეეხო, 19 გადაცემიდან 15 ზუსტად შეასრულა (79%).

გიორგი მამარდაშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.2

  • Flashscore - 7.2

  • Whoscored - 7.1

ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში 18 ქულით მე-3 ადგილზეა (6 მოგება, 4 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები