წაგებული შეხვედრის შემდეგ ცინცინატის ფეხბურთელმა მესის ავტოგრაფი სთხოვა | VIDEO
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესი აშშ-ში კიდევ ერთ ტიტულს მიუახლოვდა. "ინტერ მაიამი" თასის ნახევარფინალში "ცინცინატის" დაუპირისპირდა და შეხვედრა დაძაბულთან ერთად, სანახაობრივიც აღმოჩნდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უკეთესი "ინტერ მაიამი" აღმოჩნდა.
"ცინცინატი" თასზე ასპარეზობას გამოეთიშა, თუმცა, ეს მათი ფეხბურთელისთვის არც ისე მძიმე აღმოჩნდა, რადგან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრენდონ ვასკესმა მესის ავტოგრაფი სთხოვა.
No way Brandon Vazquez just asked Messi to sign his jersey 😭😭 pic.twitter.com/U7ZRNker1P
— Marc Geschwind (@MarcGeschwind) August 24, 2023
აშშ-ის თასის ფინალში "ინტერ მაიამის" მეტოქე "ჰიუსტონ დინამო" იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 28 სექტემბერს გაიმართება.