Belive

ტრენტმა ახსნა თუ რატომ არის მესი საუკეთესო ფეხბურთელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Mirror-თან საუბრისას ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ტრენტის ფავორიტი ლეო მესია. მან ისიც თქვა, რომ არგენტინელზე უკეთესი არავინ იქნება.

ლეო მესი საუკეთესოა, რომელსაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება ვინმე მასზე უკეთესი იყოს, უბრალოდ არ შემიძლია. მის წინააღმდეგ თამაში განსხვავებული შეგრძნებაა. როცა მას ბურთი აქვს ყოველთვის ფხიზლად ხარ. ვფიქრობ ძალიან რთულია ისეთი მოთამაშის პოვნა, რომელიც იგივე გრძნობას მომგვრის. სწორედ ამიტომ ვასახელებ მას საუკეთესოდ. ჩემი აზრით, ლეო თამაშის უამრავ ასპექტში საუკეთესოა. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გააკეთოს ის, რასაც მოისურვებს. - განაცხადა ტრენტმა

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ლეომ არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ალბისელესტემ" ეს ზედიზედ მეორედ შეძლო.

სხვა სტატიები