Belive

ლეო მესი ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნებში ლაპორტას კონკურენტების მხარდაჭერას აპირებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი გუნდის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას კონკურენტისთვის მხარის დაჭერას გეგმავს.

abc sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი თვლის, რომ ბარსელონას პრეზიდენტმა მას უღალატა, როცა კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზება გადამწყვეტ მომენტში უკან გაიწვია. ამავე დროს, ნათქვამია ისიც, რომ 8 ოქროს ბურთის გამარჯვებული არცერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, თუ მას გამარჯვების რეალური შანსი არ ექნება.

არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ლაპორტას საერთო ალტერნატივის მოფიქრებას ცდილობენ. ისინი შეეცდებიან, რომ ლიონელ მესი გადაიბირონ, რაც გულშემატკივრების დიდი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვებაში დაეხმარებათ.

ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წელს უნდა გაიმართოს, ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

სხვა სტატიები