Belive

ჩელსიმ ნაპოლის ოსიმენის თაობაზე ახალი შეთავაზება გაუკეთა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვიქტორ ოსიმენის გარშემო მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც "ნაპოლი" "ეგნატიას" შეხვდა ოსიმენი განაცხადში არ ყოფილა. რამდენიმე ექსპერტის თქმით, ეს ამტკიცებს იმ აზრს, რომ ვიქტორი ნეაპოლს დატოვებს.

კვარაცხელიასა და ოსიმენის ორმაგ ტრანსფერზე უარის მიღების შემდეგ, "პსჟ" ახალ შეთავაზებას არ ჩქარობს. ამ ყველაფრის ფონზე, "ჩელსიმ" "ნაპოლის" ახალი შეთავაზება გაუკეთა. ჯანლუკა დი მარციოზე დაყრდნობით, "არისტოკრატები" ტრანსფერში ლუკაკუს ჩართვასაც განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელი ფორვარდი მხოლოდ მაშინ ჩაერთვება ტრანსფერში თუ ოსიმენი ყველა პირობას დათანხმდება. როგორც დი მარციო ამბობს, ლონდონელებსა და ნიგერიელის აგენტს შორის ბოლო საუბრის შემდეგ კონტაქტი არ შემდგარა. თუ "ჩელსისთან" ყველაფერი გამოვა, "ნაპოლი" 70 მილიონს და პლუს რომელუ ლუკაკუს მიიღებს.

სხვა სტატიები