Belive

ტრავმის მიუხედავად, პსჟ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარცხელიას ტრავმამ, კითხვები გააჩინა იმის შესახებ, გეგმავს თუ არა პარი სენ-ჟერმენი ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლოდროინდელი ცნობების ფონზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, პსჟ-მ მუშაობა დაიწყო.

ხვიჩას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბს მისი გახანგრძლივება უკვე გადაწყვეტილი აქვს, რათა ქართველის მიმართ, სხვა გუნდების ინტერესი თავიდან აირიდოს. ფრანგული სპორტული გამოცემა RMC-ის ცნობით, მხარეებს შორის უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ახალ, სამწლიან კონტრაქტზე, რომელიც 2029-დან, 2032 წლამდე იქნება ძალაში.

კვარაცხელია, ტრავმის გამო, რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობას ქართველთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია. ახალი კონტრაქტის პარალელურად, კლუბს კვარაცხელიასთან ჯერ კიდევ შესათანხმებელი აქვს ხელფასის პირობები.

სხვა სტატიები