Belive

ტრავმის გამო უგრო ლორისი მინიმუმ 6 კვირას გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტისთან" მოგებულ შეხვედრაში "ტოტენჰემის" კაპიტანმა და კარის დარაჯმა უგო ლორისმა მუხლის ტრავმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი მეკარე 6-8 კვირამდე გამოტოვებს.

ზოგიერთი გამოცემა იმასაც წერს, რომ უგო სეზონის ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდება. ბუნებრივია, რომ ეს გუნდისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება, რადგან ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. "ტოტენჰემს" იმედი აქვს, რომ კაპიტანი ოპერაციის გარეშე გამოჯანმრთელდება.

ანტონიო კონტეს გუნდს შემდეგი შეხვედრა 11 თებერვალს 19:00 საათზე "ლესტერის" წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული.

სხვა სტატიები