ერიკ დაიერი ნოიერზე: "უბრალოდ ფენომენია - მე მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მონაკოს მცველმა - ერიკ დაიერმა, ბენ ფოსტერის პოდკასტში, თავის ყოფილ თანაგუნდელ - მანუელ ნოიერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი დიდებული მეკარე არასოდეს უნახავს.
"ბაიერნის გარდა 3 გუნდში მითამაშია და მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს - მანუელ ნოიერი არის ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელი და ადამიანი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია.
ის ყველა დროის საუკეთესო მეკარეა და ამას სრული პასუხიმსგებლობით ვაცხადებ.
არ მგონია, რომ ინგლისში ოდესმე შეიგრძნონ და დააფასონ მისი პროფესიონალიზმი, რადგან შესაძლოა ბუნდესლიგას არ უყურებენ და არ უნახავთ მისი თამაში - მე მსგავსი არაფერი მინახავს, ნოიერი ნამდვილი გმირი და ლეგენდაა, ამ ასაკშიც კი საუკეთესოა..." - ერიკ დაიერი
შეგახსენებთ, რომ ერიკ დაიერი მიუნხენურ გრანდში 2024-2025 წლებში თამაშობდა, რა პერიოდშიც 36 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო. მან ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო.