Belive

ტრავმის გამო მბაპე სამ კვირას გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მონპელიესთან" მოგებულ შეხვედრაში კილიან მბაპემ მოედანი 21-ე წუთზე დატოვა. გულშემატკივრების ვარაუდით, ახალგაზრდა ფრანგმა დაზიანება მიიღო და მატჩს დროზე ადრე სწორედ ამიტომ გამოეთიშა. რამდენიმე წუთის წინ, "პსჟ-მ" გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ კილიან დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 14 თებერვალს, "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, ახალგაზრდა შემტევი მის გუნდს ვერ დაეხმარება. როგორც მედიკოსები იტყობინებიან, კილიანს მარცხენა ბარძაყის კუნთი აწუხებს.

სხვა სტატიები